12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 30-მდე წარმომადგენელი, რომელიც 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე, აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებისა და იმ სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის განახორციელა. როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში სადამკვირვებლო მისიით მყოფ საარჩევნო ადმინისტრაციების ნაწილს არჩევნების ელექტრონულად ჩატარების გამოცდილება უკვე აქვთ ან ამჟამად იმყოფებიან ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.