"საქართველოს საბანკო ასოციაციამ" საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პლატფორმა USAID-ის პროგრამის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”- მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა და საფინანსო სექტორის ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება. USAID-ის 5 წლიანი პროგრამა (24 მლნ აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ეკონომიკის მზარდი სექტორებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას; USAID-მა უკვე 30 პარტნიორული პროექტი დასტარტა კომპანიებთან, ბიზნესებთან და სექტორულ ასოციაციებთან ერთად. შეხვედრას კომერციულ ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ასოციაციების, ეროვნული ბანკის, და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.