რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ უმანში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის სამი ბავშვია. რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ცხრასართულიანი სახლის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.მაშველები მუშაობას აგრძელებენ, ნანგრევებიდან ამოჰყავთ გადარჩენილები და დაღუპულთა გვამები, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.