ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ, რეზოლუცია ხუთშაბათს მიიღო, თუმცა დოკუმენტზე საქართველოს ხელისუფლების არც-ერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გუშინ სტრასბურგიდან უკვე გამოფრენილები იყვნენ, რის გამოც, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს. მათივე თქმით, აღნიშნულზე აქცენტის გაკეთება სპეკულაციაა.