სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 225 პირის მიმართ დაიწყო. დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 764 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება. ყველაზე მეტი დანაშაული ქურდობის მუხლით არის ჩადენილი.