სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის საქმეზე რუსეთის მიმართ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის სახით რუსეთის ხელისუფლებას 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ფედერაციის პრაქტიკებისადმი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბრალდებებს, რაც კონვენციის დარღვევებსა და 41-ე მუხლის შესაბამისად, მათ სამართლიან დაკმაყოფილებას მოიცავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ.
დანაშაულები კი მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ტყვეების წამებას.