პოლონეთის პირველი დიპლომატი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, მათი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი ერთმანეთს დაემთხვა. პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე.