პოლონეთის პირველი დიპლომატი დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. ოპოზიციის წარმომადგენლები პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი აცხადებენ, რომ დიპლომატს ევროპული რეკომენდაციების შესრულების საკითხზე მიაწვდიან ინფორმაციას. საუბარი ასევე შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.