ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის პირველი რაუნდი დასრულდა. ნახევარფინალის ბადეში ბოლო ადგილი „ბოსტონმა“ დაიკავა. ამ გუნდმა მეექვსე მატჩში სტუმრად დაამარცხა „ატლანტა“ და სერიაში ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. ამ დაპირისპირების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯეილენ ბრაუნი გახდა. მან 32 ქულა მოაგროვა. ამიერიდან ცნობილია აღმოსავლეთის ნახევარფინალის წყვილები და მატჩების განრიგი: პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბოსტონი - ფილადელფიას 1-ელ მაისს ეთამაშება. მეორე წყვილში კი 30 აპრილს ნიუ იორკი მაიამის უმასპინძლებს.