ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ციხიდან გათავისუფლდა. ამის აღსანიშნავად "ჩაქუჩამ" გუშინ ფეისბუქ გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წელს ნიუ იორკში კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის, რეკეტის და ფულის გამოძალვის ბრალდებით დაიჭირეს. 2018 წელს ქართველი სპორტსმენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა თითქმის 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ "ჩაქუჩა" გაათავისუფლეს. როგორც ცნობილი გახდა, ქართველი მოკრივე 43 წლის ასაკში სპორტში დაბრუნებას გეგმავს.
ავთანდილ ხურციძემ ბოლოს 2017 წლის აპრილში იჩხუბა და ტომი ლანგფორდი დაამარცხა. იმავე წელს ქართველს WBO-ს საშუალო წონის ქამარზე ჯო ბილი სანდერსთან უნდა ჩაეტარებინა ბრძოლა, მაგრამ მატჩამდე 1 თვით ადრე ქართველი დააპატიმრეს. საბრალდებო საქმეში მთავარი მტკიცებულება ვიდეო კადრები იყო, რომლებზეც ჩანდა, რომ ხურციძე უცხო პირის სცემდა და დაკარგული სიგარეტების გამო ფულის გადახდას აიძულებდა.