სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. ამჯერად საქართველოში ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" თანამშრომლები ბრუნდებიან. გუშინ ქვეყანაში ჩამოფრინდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაის" თანამშრომლები. საქართველოს 33 მოქალაქე ჯერ ხართუმიდან კაიროში ავტობუსებით გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ისინი ეგვიპტის გავლით, თურქეთში გაემგზავრნენ.