რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით, მე-7 მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, ის ოჯახის წევრებთან კონტაქტზე არ გადიოდა და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
წინასწარი ინფორმაციით, co-ს გაჟონვა საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.