გრძელდება ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
კიევსა და ქვეყნის რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმებიც ისმის. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდებენ, თავდასხმის მაუწყებელი განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.
რუსებმა ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის გამოც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
მედიის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლებია ბახმუტისა და მარინკასთვის გრძელდება.