ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაონელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ეხმაურება. უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, რომ გენოციდად აღიარება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკის გამო რუსეთისა და მისი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყობს ხელს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის რუსეთის მცდელობა, წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა და გაანადგუროს უკრაინელების არსი.