კლიმატის ცვლილების კანონის "მწვანე წიგნის" შესახებ პირველი საჯარო კონსულტაცია ქალაქ თელავში გაიმართა. „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოში ამ კუთხით არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებსა და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს.
შეხვედრას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წრამომადგენლები. საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შემუშავდა.