ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო 2023 წლის 23- 29 აპრილს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს. მზიურის პარკში ინტერაქტიური წარმოდგენა „სამი ამბავი ვაქცინაციაზე“ გაიმართა, რომელიც ვაქცინაციის ისტორიას და მნიშვნელობას შეეხება. წარმოდგენა “მოძრაობის თეატრის დასმა” გამართა. ორგანიზატორების განმარტებით, წლევნადელი კვირეული ფოკუსირებული იქნება ვაქცინაციის პროცესის გაუმჯობესებასა და COVID-19-ის პანდემიის გამო ვაქცინაციის მაჩვენებლის გლობალური შემცირების დაძლევაზე.