"ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი ლიდერი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მონიჭების შემთხვევაში „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მმართველი პარტიის თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ადასტურებს, რომ ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს პოლიტიკური კალენდარი არეული აქვთ, რადგან შემდეგი წლის ოქტომბერში არჩევენები ისედაც გაიმართება. ამავე დროს, ნაყოფიას ინიციატივას არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. ამ თემის უფრო მეტ დეტალს მერაბ პაპაშვილი გაგვაცნობს.