რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა. ისინი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ოქტომბერში ჩანიშნულ სხდომაზე შეძლებენ. კერძოდ, საუბარია ხუთ ქალ სასულიერო პირზე. აქამდე ქალებს მხოლოდ დამკვირვებლის როლში შეეძლოთ შეკრებებზე დასწრება. ასევე, რომის პაპის განკარგულებით, 70-მდე გაიზრდება იმ არასასულიერო წევრების რიცხვიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ. ფრანცისკე იმედოვნებს, რომ ამ 70 პირიდან ნახევარი მინიმუმ იქნებიან ქალები.