2023 წლის 4 მაისს ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოსა და ტექსელის მოვლენების მკვლევრის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის - "ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა" - გახსნის ცერემონია გაიმართება
მემორიალის საზეიმო გახსნისთვის მზადებაში აქტიურად მოინაწილეობს ნიდერლანდების სამეფოში არსებული საქართველოს საელჩო. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბატონი დავით სოლომონია პირადად ესწრებოდა მონუმენტის აღმართვის სამუშაოებს.
ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის საზეიმო გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ კუნძულ ტექსელის მერია და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო.
მემორიალის დიზაინის ავტორია ბელგიის სამეფოში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე.