"ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო გვარამიას პატიმრობის შეწყვეტისთვის აუცილებელი კონსოლიდაცია. მოძრაობამ გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს უკვე არაერთხელ მიმართა. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ გვარამია პოლიტიკური პატიმარია, რის გამოც არსებობა მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანი ძალისხმევა.