პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ახლა თბილისში იმყოფება, ირაკლი ღარიბაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და ილია დარჩიაშვილს უკვე შეხვდა. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება თავად პოლიტიკური გაერთიანების ინტერესებშიც შედის. როგორც მან აღნიშნა, მისი ვიზიტი საქართველოში არის ინტენსიური პოლიტიკური კომუნიკაციის გამოხატულება.