საგადასახადო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლიელება შევიდა. გახუთმაგდა აქციზი ელექტრონულ სიგარეტებზე და 1 მლ-ტრზე 20 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება, რაც ბუნებრივია ადგილობრივ ბაზარზე აღნიშნულიი პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. მიზანიც ეს არის, რადგან ბოლო წლებში სიგარეტზე აქციზის მატების გამო, იზრდება ელექტროსიგარეტის მოხმარებაც და ელექტროსიგარეტი თამბაქოს მარტივად ჩანაცვლებადი პროდუქტი არ უნდა იყოს.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საგადასახადო კოდექსში შევიდა შეეხება იმ იმპორტიორებს, რომლებსაც ავტომობილები და მოტოციკლები, მოპედების ჩათვლით რეექსპორტზე გააქთვ.
რა იცვლება საგადასახადო კოდექსში და რა უნდა იცოდნენ, როგორც საგადასახადო ვალდებულების მქონე ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, ასევე მომხმარებლებმა - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე