"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კობა ნაყოფია ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს. პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“, ნაყოფიამ განაცხადა, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება და ოპოზიცია მზად უნდა იყოს ამისთვის. ნაყოფიას მოსაზრებით, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს სტრატეგიულ საკითხებზეც.