"ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება, ის ერთგვარი ტიტანიკია. მას 10-პროცენტიანი პარტიაც რომ შეუერთდეს, ჯამში 14%-ს პლუს 10% კი არ იქნება, იგივე 14% დარჩება ან შეიძლება 15-16% გახდეს. იმიტომ, რომ ეს პარტია ერთგვარი ტიტანიკია, რაც ხელისუფლებას აძლევს ერთგვარი ანტიკამპანიის წარმოების საშუალებას და სხვა პარტიის ელექტორატს აფრთხობს და აშორებს იმ პარტიას" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც პარტიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.