პრემიერ ლიგის 33-ე ტურში სეზონის მთავარი მატჩი შედგა - „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა და ანგარიშთ 4:1 დაამარცხა.
ქალაქელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და მათი დარბევა პირველივე ტაიმიდან დაიწყო. ამის შედეგად, სიტიმ ტაიმი დე ბრუინისა და სტოუნსის გოლებით მოიგო.
იგივე სურათი შენარჩუნდა მეორე ტაიმშიც. „არსენალმა“ მალევე დე ბრუინისგან მესამე გოლიც გაუშვა. 3:0-ის შემდეგ „სიტი“ მოდუნდა და ტემპი დააგდო. „არსენალმა“ ამით ისარგებლა და თამაშში დაბრუნდა. საბოლოოდ, არტეტას გუნდმა პრესტიჟის გოლიც გაიტანა. კუთხურიდან გათამაშების შემდეგ, რობ ჰოლდინგმა ედერსონს აუღებელი დაურტყა.მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ერლინგ ჰოლანდმა თავისი გოლი მაინც გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა. ამ გამარჯვების შემდეგ, „სიტის“ სატურნირო ცხრილში 73 ქულა აქვს, „არსენალს“ კი 75. გუარდიოლას გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს და ორივეში გამარჯვების შემთხვევაში ლონდონელებს 3 ქულით გაასწრებენ.