თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალინდელ წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ მმართველ პარტიაზე დაყრდნობით იუწყება. პრეზიდენტი გუშინ სატელევიზიო ეთერის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, მან ინტერვიუ შეწყვიტა. როგორც მოგვიანებით თავად პრეზიდენტმა განმარტა, მას ვირუსული ენტერიტი დაემართა.