„ბიბისი“ -ს ინფორმაციით, ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს. უკრაინელი რეპორტიორი იტალიელ კორესპონდენტს უკრაინის ომის გაშუქებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ხერსონის გარეუბანში სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. როგორც „ბიბისი“ წერს, ასევე იტალიელი ჟურნალისტიც დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე ჟურნალისტს ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, რომელზეც ეწერა, რომ ისინი ჟურნალისტები არიან.