რუსულმა ძალებმა წუხელ მიკოლაივი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქს ოთხი S-300 ტიპის რაკეტით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 15 და დაღუპულია ერთი ადამიანი.