საქართველოში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ჩამოვიდა. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.
თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ილია დარჩიაშვილი ხვდება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან.ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ზბიგნევ რაუ ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.