მოსამართლეების სანქცირება პირდაპირ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის თავზე ყულფის მოჭერას,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ივანიშვილი სანქციებზე დარდობს.
„ყველაფერი აქამდე მიდის, ეს არის ყველზე ბოლო ინსტანციის ძალაუფლება, რომელშიც წყდება ყველაფერი - ფინანსური საკითხები, პოლიტიკური დევნის საკითხები, არჩევნების შედეგები. იქიდან დაიწყეს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ამიტომ სანქციების დარდი აქვს ახლა“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე განმარტებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრისთვის ოპოზიცია მომდევნო კვირასაც მზადყოფნაში იქნება.