ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობასთან დაკავშირებით, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. სომხური მხარის განმარტებით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ქმედებები საერთაშორისო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების აშკარა დარღვევაა, რომელიც აზერბაიჯანს, ლაჩინის დერეფანში შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფას ავალდებულებდა. გამშვები პუნქტი ლაჩინის დერეფანში 23 აპრილს მოეწყო. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ამ ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც სომხურმა მხარემ დერეფანი იარაღის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენა.