უკრაინა სწრაფად მოძრაობს ევროკავშირში წევრობისკენ. კიევი ახორციელებს რეფორმებს, რათა შეესაბამებოდეს კრიტერიუმებს, ამიტომ გაწევრიანება შესაძლოა უახლოეს პერიოდში მოხდეს, - ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ის აფასებს უკრაინის ხელისუფლების ერთგულებას რეფორმების განხორციელების პროცესისადმი.
„იტალია გამოხატავს მყარ რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ევროკავშირში უმოკლეს პერიოდში შევა და ჩვენ ვაფასებთ მისი ხელისუფლების ერთგულებას რეფორმების გზისადმი“,- განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, იტალია მხარს დაუჭერს უკრაინას ყველა სფეროში და იქამდე, სანამ ეს აუცილებელია.
„ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყო სამართლიანი მშვიდობა, რომელიც უკრაინის მთლიანობას პატივს სცემს“,- განაცხადა მატარელამ.
ამასთან, რომში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრისას მათ ბირთვული უსაფრთხოების, რეკონსტრუქციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების საკითხები განიხილეს.
„ვაფასებთ იტალიის სამხედრო-ტექნოლოგიურ დახმარებას. ვიმედოვნებთ, რომ SAMP/T კომპლექსი, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვა უკრაინაში და ჩადგება უკრაინის ცის დაცვაში“,- დაწერა შმიგალმა სოციალურ ქსელში.