დასანქცირდებიან თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები? - ხელისუფლების ოპონენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ “ქართული ოცნება” პარლამენტის საბოტაჟს გააგრძელებს და კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეების საქმიანობის შესწავლას ხელს არ შეუწყობს, მაშინ სანქცირება მმართველი გუნდის კონკრეტულ წარმომადგენლებზეც უნდა გავრცელდეს.“ქართულ ოცნებაში” ოპონენტების მხრიდან დასანქცირების მოთხოვნას ალოგიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები ყოველგვარ აზრს მოკლებულია.