დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა დასრულდა. იშვიათ დაავადებებს შორისაა აქონდროპლაზიაც. ექიმებმა ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი განიხილეს და სამკურნალო პრეპარატზე იმსჯელეს. როგორც მედიკოსები ამბობენ, პრეპარატის დამტკიცების საკითხი კომპლექსურია.