Friends-ის ვარსკვლავმა, მეთიუ პერიმ, ახლახან განაცხადა, რომ მისი ავტობიოგრაფიის მომავალი ასლებიდან კიანუ რივზის შესახებ ყველა უხეშ კომენტარს ამოიღებს და მეტიც, მსახიობის სახელს საერთოდ აღარ ახსენებს. მეთიუ პერი მემუარებში, სახელად Friends, Lovers, and the Big Terrible Thing, ბევრ პირად ისტორიას იხსენებს, თუმცა მისმა კომენტარებმა კოლეგის, კიანუ რივზის, მიმართ საზოგადოებაში დიდი გაოცება გამოიწვია.
მეთიუ პერი თავის მემუარში კიანუ რივზს ორჯერ ახსენებს და კითხულობს, რატომაა რომ "ნიჭიერი" და "ორიგინალურად მოაზროვნე" მსახიობები, როგორებიც რივერ ფენიქსი და კრის ფარლი იყვნენ, ტრაგიკულად დაიღუპნენ, კიანუ კი ჩვენს გვერდითაა, რასაც საზოგადოებაში დიდი კრიტიკა მოჰყვა.
ამის შემდეგ მეთიუ პერიმ ბოდიში საჯაროდაც მოიხადა. "სისულელე ვთქვი, ეს საზიზღარი საქციელი იყო. ჩემი მემუარების მომავალ ვერსიებში კიანუს სახელს საერთოდ აღარ ვახსენებ. კიანუს დიდი ფანი ვარ. მისი სახელი შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიე. ეს შეცდომა იყო. ბოდიშს ვიხდი. ჩემი საკუთარი სახელი უნდა გამომეყენებინა მის ნაცვლად", — განაცხადა მეთიუ პერიმ.
Friends, Lovers and the Big Terrible Thing უკვე ხელმისაწვდომია. მემუარებში მეთიუ პერი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბების შესახებ წერს. წიგნი ასევე მოიცავს ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ დახარჯა პერიმ დაახლოებით $9 მილიონი, რათა ალკოჰოლიზმისგან თავი დაეღწია. მსახიობი ასევე იხსენებს ფაქტს, როცა კინაღამ მოკვდა 2018 წელს ოპიუმის ზედმეტი დოზისაგან