მეგან მარკლი დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში. შაბათ-კვირას TED Talk-ზე აჩვენეს ვიდეო სასექსის ჰერცოგინიას მონაწილეობით. იგი წარმოადგენდა მის ახლო მეგობარს, მისან ჰარიმანს, რომელიც კითხულობდა ლექციას. თუმცა, მთელი ყურადღება მასზე იყო მიპყრობილი, რადგან მან იმიჯი შეცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მარკლი საზოგადოებაში იდეალურად სწორი შოკოლადისფერი თმით გამოჩნდა. საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო: ზოგი ამბობდა, რომ ჰარის მეუღლეს ახალი ფერი უხდება, ზოგმა კი, გააკრიტიკა. ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებლის თქმით, მეგანი ქეით მიდლტონს ბაძავს. სავარაუდოდ, ჰერცოგინიამ არა მარტო ქეითივით შეიღება თმა, არამედ თვალის ფერის შესაცვლელად კონტაქტური ლინზებიც გამოიყენა.