როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდი საკმაოდ რთული გამოდგა მომღერალ თამარ გვერდწითელისთვის. წლების განმავლობაში მან რუსეთში დაიმკვიდრა თავი და იქ მოღვაწეობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მისთვის შეუძლებელი გახდა ამ ქვეყანაში საქმიანობა და საქართველოს დაუბრუნდა.
რუსულ მედიაში წერენ, რომ ამის მიზეზი დედის ავადმყოფობა გახდა. დედის გარდაცვალების შემდეგ მომღერალი თავს ცუდად გრძნობდა. მისი პროდიუსერის განცხადებით, ეს დიდი ტრავმა აღმოჩნდა მისთვის.
მომხდარის შემდეგ თამარ გვერდწითელი რუსეთში აღარ დაბრუნებულა, მაგრამ ახლა როგორც ჩანს ის სცენას უბრუნდება.
მისმა პროდიუსერებმა ამერიკული ტურნე დააანონსეს, რომელიც მაისში გაიმართება. ტურნე მოიცავს ამერიკის რვა ქალაქს, ბილეთების ფასი 75- დან 125 დოლარამდეა.
ამავდროულად, გვერდწითელი უარს არ ამბობს კორპორატიულ ღონისძიებებზე, მაგრამ ფასი იქ უფრო მაღალია. „კონცერტის ღირებულება 50 ათასი ევრო ან 5 მილიონი რუბლია.
როგორც რუსული მედია წერს, გვერდწითელი რუსეთში არანაირ ფულზე არ თანხმდება გამოსვლას, მაგრამ ამერიკის გარდა, ის შესაძლოა თურქეთში და ისრაელში გამართულ კორპორატიულ საღამოებზე ვიხილოთ“,- წერს რუსული მედია.