19 აპრილს კორეელი პოპვარსკვლავი მუნბინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მსახიობმა თავი მოიკლა. ის პოპულარული ჯგუფის, ASTRO-ს წევრი და მხოლოდ 25 წლის იყო.ოჯახმა მუნბინის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართა. ხელოვანის ახლობლებმა ისურვეს, რომ მემორიალური ცერემონია ჟურნალისტებისა და უცნობების გარეშე, მოკრძალებულად ჩატარებულიყო.
ამის მიუხედავად, ქსელში მოხვდა ვიდეო იმ ადგილიდან, სადაც მუნბინის დაკრძალვა გაიმართა. ჟურნალისტებმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს, მაგრამ შემოსასვლელში თეთრი ყვავილების თაიგულები მოჩანდა. მსახიობთან დასამშვიდობებლად მივიდნენ მისი მშობლები, უმცროსი და, ისევე როგორც ASTRO-ს დანარჩენი წევრები. ჯგუფ MJ-ის სოლისტმა შვებულებაც კი მიიღო სამხედრო სამსახურიდან, რათა ენახა თავისი მეგობარი.Moonbin-ს უამრავი გულშემატკივარი გლოვობდა. მათ გარდაცვლილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპონტანური მემორიალი მოაწყვეს.
თაყვანისმცემლებმა მოიტანეს ყვავილები, კერპის საყვარელი ნივთები და გამოაქვეყნეს ჩანაწერები მუნბინის ოჯახისადმი მხარდაჭერის სიტყვებით.შეგახსენებთ, რომ პოლიციამ მსახიობის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა. თუმცა ახლობლებსა და მეგობრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. ამბობენ, რომ მუნბინი შესაძლოა გულის პრობლემების შედეგად გარდაიცვალა. თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ტურის დროს, მომღერალი ძალაგამოცლილად გამოიყურებოდა.