მოძრაობა "თალიბანმა" ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლა, რომელიც 2021 წელს ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნეოდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ. ამერიკელ მაღალჩინოსანთა ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი რამდენიმე კვირის წინ მოკლეს, თუმცა ამის დადასტურებას დროს დასჭირდა.
ამერიკული მხარე მოკლულის სახელს არ ასაჯაროებს, ამ დრომდე უცნობი რჩება სხვა დეტალებიც.