რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნავალნის განცხადებითვე, საშუალებას არ აძლევენ, რომ საქმეს ბოლომდე დეტალურად გაეცნოს.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ცალკეა გამოყოფილი ტერორისტული საქმე, რომ ნავალნი ციხეში ჯდომისას ტერაქტებს აწყობს. მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით სამხედრო სასამართლო გაასამართლებს.
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ მუდამ სამარტოო საკანში უწევს ყოფნა.