სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის ორგანიზებით, მედიასემინარი ჩატარდა თემაზე - საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები. ორი დღის განმავლობაში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს, მათ შორის ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იქ მიმდინარე პროცესებზე.
ცნობილმა ბრიტანელმა და ჰოლანდიელმა ექსპერტებმა კი ქართველ ჟურნალისტებს მედიასა და უსაფრთხოების სექტორს შორის ურთიერთობის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს.