შექმნის თუ არა პარლამენტი საგამოძიებო კომისიას ე.წ ქოლცენტრების საქმეზე - საპარლამენტო ოპოზიციამ შიდა კონსულტაციები უკვე დაიწყო. სწორედ პოზიციების შეჯერების შემდეგ გაირკვევა ექნება თუ არა ოპოზიციას საკმარისი 50 ხმა. საგამოძიებო კომისიის შექმნაში დახმარებას ისევ არ აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა. მათი აზრით, საკითხის გამოძიება ამ ეტაპზე არა პარლამენტის, არამედ შესაბამისი უწყებების საქმეა.