საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. არსებული ინფორმაციით საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავება იყო.
აღნიშნულ ვიზიტს განსხვავებულად აფასებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. მმართველი პარტია ამ შეხვედრებით კმაყოფილია. მათი ხედვით, ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა. საპირისპირო პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებით, მმართველ გუნდს დასავლეთში პარტნიორი აღარ დარჩა, რის გამოც, მათ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი უნდა შეწყვუტონ.