IRI-ის მიერ საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% თვლის, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა. 46%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრების საფასური და მაღალი გადასახადებია, ამას მოყვება სიღარიბე, რომელსაც მოსახლეობის 16% აძლევს ხმას.
ამასთან, გამოკითხულთა 63% საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, მეორე ადგილზე 47%-ით აშშ-ია, მესამე ადგილს 27%-ით კი უკრაინა იკავებს.
გამოკითხულთა 87% რუსეთს მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ ასახელებს.
რა სურათს იძლევა ეს კვლევა და არა მხოლოდ კვლევა, ზოგადად როგორია ეკონომიკური ფონი ქვეყნაში, რა გამოწვევებია და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრის" სტუმარია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ამირან კაპანაძე