მიმდინარე წლის თებერვლის თვის მონაცემებით, 500 ლარამდე ხელფასი საქართველოში 131 841 ადამიანს აქვს და საშუალოდ თვეში 284 ლარს გამოიმუშავებენ. ხოლო 11 055 ყველაზე მაღალშემოსავლიანი დასაქმებული კი თვეში საშუალოდ 35 000 ლარს იღებს. 277 ადამიანი კი - თვეში საშუალოდ, 100 000 ლარზე მეტ ხელფასს იღებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესებას ითხოვს - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი