გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით - “როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები“.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ინვესტორებს საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვთ. საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2021 წელთან შედარებით, 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წელს ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ირლანდია და ჩინეთი.
"ესპანურმა Aqualia-მ, რომელიც მესამე უმსხვილესი კერძო წყალმომარაგების კომპანიაა ევროპაში, ინვესტიცია ჩადო საქართველოს წყალმომარაგებაში, რაც განპირობებული იყო ქვეყნის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოებით“, - წერს „ბლუმბერგი“.