საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები სებ-ს უკვე წარუდგინეს. ჯამური მონაცემების მიხედვით, სექტორმა წელს 2 მილიარდის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. მიღებული შემოსავლიდან ბანკებმა 588 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურად 42%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, მარტში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7 მლნ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 15 კომერციული ბანკიდან 13 მოგებაზეა, ორი ბანკი - პეისერა ბანკი სილქ ბანკი კი ზარალზე იმყოფებიან.