რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება ჩიხში შევიდა. მისი თქმით, არსებობს დაბრკოლებები, რაც რუსული პროდუქციის ექსპორტს ბლოკავს.
ლავროვის განცხადებითვე, რუსეთი ჩინეთთან „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხს არ განიხილავს, რადგან რუსეთს ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, რომლითაც იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება.
ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შეწყვეტილი იყო, გასულ თვეს 60 დღის ვადით განახლდა. რუსული მხარე აღნიშნავს, რომ თუ დასავლეთი სანქციებს არ მოხსნის, რომელიც რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს აბრკოლებს, შესაძლოა, შეთანხმების ვადის გაგრძელებას აღარ დათანხმდეს.