ორი ყველაზე გავრცელებული დაავადება ართრზი და ართრიტი ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ. მოდი, გავიგოთ უფრო მეტი ამ ორი, საკმაოდ სერიოზული პრობლემის შესახებ.
ართროზი - ქრონიკული დაავადებაა. მისი მთავარი მიზეზებია: ნივთიერებათა ცვლის დაღვევა, ტრავმები, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ზედმეტი წონა და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი. მკურნალობისას საჭიროა დაზიანებული სახსრების დასვენება, დატვირთვის შემცირება, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება, ფიზიოთერაპია. გარდა ამისა, უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ხრტილოვანი. ექიმები ზოგჯერ დაზიანებულ სახსარს ხელოვნურით ცვლიან.
ართრიტი - სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვითარდება ინფექციური დაავადებების შედეგად. უმეტეს შემთხვევაში მას იწვევს სახსრების ტრავმის დროს დაზიანებული კანის მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები და ვირუსები, ან გაციება.