დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა.მატჩი ნომინალური სტუმრის უპირატესობით დაიწყო და გორელმა ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. დინამომ მეთოდურად გამოასწორა ბურთზე კონტროლი და თამაშიც სცენარიც გათანაბრდა. რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ტაიმის ბოლოს გორელთა მეტად მწვავე შეტევა და დინამოს კარი რეალურ ხიფათს გადაურჩა.
მეორე ტაიმი ათი წუთის დაწყებული გახლდათ, როდესაც გორელმა ფეხბურტელებმა ჯარიმა გაითამაშეს და საბოლოოდ დავით კობოურის ავტოგოლით დაწინაურდნენ 0-1. დილამ უპირატესობა 61-ე წუთზე განიმტკიცა, მიკოლა კოვტალიუკმა გოლი თავურით გაიტანა. დინამო თამაშში ორ წუთში დაბრუნდა. ლაშა ოდიშარიას ზუსტი გადაცემა ზორან მარუშიჩმა შედეგიანად გამოიყენა და სხვაობა შეამცირა 1-2. დინამომ სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა და ცოტახანში ვაგნერ გონსალვეშს მართებდა გატანა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. 86-ე წუთზე ლაშა ოდიშარიას სოლო რეიდი და ბოლო წამს მცველებმა განმუხტეს სიტუაცია, დამატებაზე კი იმრანმა ბურთი კარს გადააცილა. საბოლოო მატჩი 1-2 დასრულდა.